Wednesday, 8 April 2015

მეცხრე დღე

     დღეს წარმოვადგინეთ ჩვენს მიერ შექმნილი ბუკლეტები; დავამატეთ ბლოგს გაჯეტები; ჩავასწორეთ პროექტის გეგმა და გადავიტანეთ drive -ზე. დავასრულეთ პრეზენტაციები; მოვისმინეთ მასწავლებლების პრეზენტაციები პროექტების შესახებ.
      პირველმა პრეზენტატორმა ქალბატონმა მარიამ რეხვიაშვილმა დაწვრილებით და საინტერესოდ გვიამბო პროექტის ,, ყველი "ს შესახებ, მან მოისმინა შენიშვნები შედგომში გასათვალისწინებლად. შემდეგი გამომსვლელი იყო ნინო რევაზიშვილი. პროექტი ,,სვეტიცხივლის აგების ისტორია" პრეზენტატორმა ბრწყინვალედ წარმოადგინა პროექტის თემა საქართველოს ისტორიის ეროვნულ ჭრილში. მესამე პრეზენტატორი იყო ქალბატონი იზა ბერულავა პროექტი,, ბედი ქართლისა", საბილოო პროდუქტი ესე და ესეების კრებული ბლოგზე. ჩემი პროექტი ,,makeng things, we use" წარმოვადგინე, მაგრამ შემეძლო უკეთ წარმომედგინა, რადგან ცოტა ავღელდი და ყველა დეტალი სრულად შემდეგი მეხუთე პრეზენტატორი ლია ნონიაშვილი,, ლოცვა და შელოცვა". ქალბატონმა ლიამ ისაუბრა შელოცვებზე, რომლებიც ჯერ კიდევ არსებობს და ბავშვების მიერ ჩატარებულ კვლევებზე, ლოცვებისა და შელოცვების შედარებებზე. მეექვსე პრეზენტატორი იყო ნათია თათულაშვილი ,,საოცარი ცვლილები"Amazing chainges". პროექტი ეხებოდა ცვლილებებს ბუნებაში და საინტერესოდ იყო გადაჭრილი; მზია კახელიშვილმა წარმოადგინა პრეზენტაცია პროექტზე ,,სვეტიცხოველი და გეომეტრია". პრეზენტაცია იყო საინტერესო იმდენად, რომ აქ ჩანდა მათემატიკის კავშირი ხელოვნებასთან და ისტორიასთან, გეოგრაფიასთან და არქიტექტურასთან.ქალბატონმა ნანა მამუკაშვილმა წარმოადგინა სივრცით ფიგურებთან დაკავშირებით  მათემატიკისა და არქიტექტურის კავშირი პროექტში ,,მათემატიკა და არქიტექტურა". პროექტის პრეზეტანტორმა საინტერესოდ წარმოადგინა პრობლემა პირამიდებიდან დღემდე არქიტექტურის განვითარების შესახებ. ეკატერინე რუხაძემ წარმოადგინა პროექტი  ,, განათლების სისტემა დასავლეთში/The education system in the West". ის შეეცადა წარმოედგინა სხვა ქვეყნების განათლების სისტემების გაცნობით, მოგზაურობით ისტორიაში, აემაღლებინა მოსწავლეების ინტერესი და მოტივაცია სწავლისადმი ზოგადად და ერუდიციის დონე. დარეჯან ტატუაშვილმა წარმოდგენილი თემით,, წილადების შედარება" პრაქტიკულად გვიჩვენა მათეემატიკის კავშირი ცხოვრებასთან.
დღევანდელი დღე იყო საინერესო და სასიამოვნო. დროებით!

No comments:

Post a Comment