Monday, 30 March 2015

მეექვსე დღე

გავიხსენეთ როგორ უნდა დაგვეწერა პროცედურები- მიზნებიდან, შეკითხვებიდან, შეფასების 5 მიზნიდან და 21 საუკუნის უნარ- ჩვევებიდან გამომდინარე. გავხსენით ინტელში მეხუთე მოდულიდან პორთფოლიოს რუბრიკა;შევქმენით შეფასების რუბრიკა და შეფასების კრიტერიუმები პროექტის გეგმაში მითითებულ სასწავლო მიზნების მიხედვით; ვისწავლეთ პრეზენტაციის Drive- ფორმატზე გადატანა და ბლოგზე მის ჩაშენებას; შევამოწმეთ პორთფოლიოს ჩეკლისტი და შევინახეთ პორთფოლიოს რუბრიკა ჩვენს დოკუმენტებში.ვნახეთ როგორი უნდა იყოს კარგი პორთფოლიო და გავეცანით ინდიკატორებს. მოსწავლის ნაშრომის შესაფასებლად შეფასების რუბრიკა შევქმენით
ვისწავლეთ
ბლოგზე მთავარი გვერდის შექმნა  და მასზე ჩანართების გაკეთება.

მოსწავლის ნიმუში

Wednesday, 25 March 2015

მეხუთე დღე

ერთმანეთს გავუზიარეთ პროექტის გეგმები, გავაკეთეთ კომენტარები;
გავეცანით რჩევების მიცემის წესებს მესამე მოდულიდან. მეოთხე მოდულიდან გავეცანით მოსწავლის ნამუშევრებს; ვისწავლეთ google drive ში დოკუმენტის გაზიარება და კომენტარების კეთება. გავეცანით საავტორო უფლებებს;მოსწავლის პოზიციიდან გავაკეთეთ  მოსწავლის სამუშაო პროგრამა, გავაკეთეთ ჩვენი პროექტის slide show და ავტვირთეთ drive ზე; ვისწავლეთ drive ზე დოკუმენტის ჩასწორება.

Monday, 23 March 2015

მეოთხე დღე

გავეცანით  მეორე მოდულის მესამე აქტივობაში ხუთ მიზანს;შევარჩიეთ ხუთივე მიზნისთვის შესაბამისი შეფასების მეთოდები და ისტრუმენტები ჩვენი პროექტისათვის.შევავსეთ შეფასების დროის ჩარჩო; შევქმენით მოსწავლეთა შეფასების მიზნით ,,ვიცი, მინდა ვიცოდე, ვისწავლე" დიაგრამა;ვისწავლეთ  Drive ზე პორთფოლიოს ატვირთვა/ შენახვა.
მოვარგეთ ჩვენ პროექტს მიზნების შესაბამისი პროცედურები.

Wednesday, 18 March 2015

მესამე დღე

დღეს მესამე დღეა ჩვენი ინტელთრენინგის.
გავიხსენეთ ბროშურის შექმნა და შენახვა.
დღეს მოვახდინეთ სტანდარტების შედარება განახლებული ბლუმის ტაქსონომიასთან.
სტანდარტებს დავამატეთ 21 საუკუნის უნარ-ჩვევები .
შევიმუშავეთ მიმართულების მიმცემი საკვანძო შეკითხვები; გავეცანით ზოგად, თემატურ და შინაარსობლივ შეკითხვის ტიპებს, რომლებიც მოსწავლეებს დაეხმარება პროექტზე მუშაობის პროცესში.
ამოცანები შევუთანხმეთ ინდიკატორებს.
დღე იყო ნაყოფიერი და სასარგებლო.

Monday, 16 March 2015

მეორე დღე


მოვისმინეთ ერთმანეთის საპროექტო იდეები;
დავიწყეთ პროექტის გეგმის შაბლონის შევსება;
ჩვენი პროექტისათვის ეროვნული სასწავლო გეგმიდან ამოვიწერეთ სტანდარტი და ინდიკატორები, რომლებსაც შევაფასებთ პროექტის კეთების მანძილზე.
სურათის მოძიება და ჩასმა და ჩვენს მეილზე გადაგზავნა. ვისწავლეთ ბუკლეტის გაკეთება, მასში ტექსტის და სურათის ჩასმა.
.მეორე დღე იყო ნაყოფიერი და სასარგებლო.

Monday, 9 March 2015

პირველი დღე

დღეს ჩვენი ინტელ თრენინგის პირველი დღეა. ჩვენ დავიწყეთ პროექტის შექმნის შესწავლა. ამაში დაგვეხმარება ინტერნეტ გვერდიhttp://tpdc.ge/essentials/საიდანაც მოვხვდით გვერდზეIntel Education Viewer.
 შევქმენით ბლოგი; გავეცანი და შევინახე
პორტფოლიოს ჩეკლისტი, რომელიც დამეხმარება ჩემი დოკუმენტაციების დახარისხებაში. გავეცანით მოსწავლეთა საჭიროებებს.
პირველი დღე ყოველთვის გაცილებით რთულია. დაღლილობისაგან ვეღარ ვაზროვნებ