Wednesday, 8 April 2015

ინტელის თრენინგის ამსახველი ფოტოები


მეცხრე დღე

     დღეს წარმოვადგინეთ ჩვენს მიერ შექმნილი ბუკლეტები; დავამატეთ ბლოგს გაჯეტები; ჩავასწორეთ პროექტის გეგმა და გადავიტანეთ drive -ზე. დავასრულეთ პრეზენტაციები; მოვისმინეთ მასწავლებლების პრეზენტაციები პროექტების შესახებ.
      პირველმა პრეზენტატორმა ქალბატონმა მარიამ რეხვიაშვილმა დაწვრილებით და საინტერესოდ გვიამბო პროექტის ,, ყველი "ს შესახებ, მან მოისმინა შენიშვნები შედგომში გასათვალისწინებლად. შემდეგი გამომსვლელი იყო ნინო რევაზიშვილი. პროექტი ,,სვეტიცხივლის აგების ისტორია" პრეზენტატორმა ბრწყინვალედ წარმოადგინა პროექტის თემა საქართველოს ისტორიის ეროვნულ ჭრილში. მესამე პრეზენტატორი იყო ქალბატონი იზა ბერულავა პროექტი,, ბედი ქართლისა", საბილოო პროდუქტი ესე და ესეების კრებული ბლოგზე. ჩემი პროექტი ,,makeng things, we use" წარმოვადგინე, მაგრამ შემეძლო უკეთ წარმომედგინა, რადგან ცოტა ავღელდი და ყველა დეტალი სრულად შემდეგი მეხუთე პრეზენტატორი ლია ნონიაშვილი,, ლოცვა და შელოცვა". ქალბატონმა ლიამ ისაუბრა შელოცვებზე, რომლებიც ჯერ კიდევ არსებობს და ბავშვების მიერ ჩატარებულ კვლევებზე, ლოცვებისა და შელოცვების შედარებებზე. მეექვსე პრეზენტატორი იყო ნათია თათულაშვილი ,,საოცარი ცვლილები"Amazing chainges". პროექტი ეხებოდა ცვლილებებს ბუნებაში და საინტერესოდ იყო გადაჭრილი; მზია კახელიშვილმა წარმოადგინა პრეზენტაცია პროექტზე ,,სვეტიცხოველი და გეომეტრია". პრეზენტაცია იყო საინტერესო იმდენად, რომ აქ ჩანდა მათემატიკის კავშირი ხელოვნებასთან და ისტორიასთან, გეოგრაფიასთან და არქიტექტურასთან.ქალბატონმა ნანა მამუკაშვილმა წარმოადგინა სივრცით ფიგურებთან დაკავშირებით  მათემატიკისა და არქიტექტურის კავშირი პროექტში ,,მათემატიკა და არქიტექტურა". პროექტის პრეზეტანტორმა საინტერესოდ წარმოადგინა პრობლემა პირამიდებიდან დღემდე არქიტექტურის განვითარების შესახებ. ეკატერინე რუხაძემ წარმოადგინა პროექტი  ,, განათლების სისტემა დასავლეთში/The education system in the West". ის შეეცადა წარმოედგინა სხვა ქვეყნების განათლების სისტემების გაცნობით, მოგზაურობით ისტორიაში, აემაღლებინა მოსწავლეების ინტერესი და მოტივაცია სწავლისადმი ზოგადად და ერუდიციის დონე. დარეჯან ტატუაშვილმა წარმოდგენილი თემით,, წილადების შედარება" პრაქტიკულად გვიჩვენა მათეემატიკის კავშირი ცხოვრებასთან.
დღევანდელი დღე იყო საინერესო და სასიამოვნო. დროებით!

Monday, 6 April 2015

დღე მერვე


ვიმუშავეთ ფასილიტაციაზე
(ფასილიტაცია  /დახმარება -  გამზადებული მასალის მიწოდება დამხმარე რესურსების სახით.)
გადავხედეთ პორტფოლიოს და მოვაწესრიგეთ.

Driver - ი შევავსეთ ბოლომდე, დავასრულეთ პროცედურები; პროექტის გეგმა შევავსეთ ბილომდე;
გავეცანით google ფორმებს on line კითხვარები შევქმენით და ; ვისწავლეთ ერთ საქაღალდის მეორეში გადატანა.
კითხვარი დავდეთ ბლოგზე.

Wednesday, 1 April 2015

მეშვიდე დღე

     დღეს საქაღალდის შექმნა ვისწავლეთ  Drive ზე და მისი გამოქვეყნება ბლოგზე. დაგვევალა დამატებით  გავაკეთოთ ახალი საქაღალდე ,, გაკვეთილები"Drive ზე და მისი ბლოგზე გადაგზავნა.
გავიხსენეთ გარდნერის თეორის მიხედვით 8 სახის ინტელექტი და დავუკავშირეთ მათ შესაბამისი აქტივობები; გავეცანით დიფერენცირებული სწავლების შესახებ კითხვარს,  ინტელის ვებ/გვერდიდან მოვიძიეთ და შევინახეთ პრეზენტაციის შეფასებების რუბრიკა.

Monday, 30 March 2015

მეექვსე დღე

გავიხსენეთ როგორ უნდა დაგვეწერა პროცედურები- მიზნებიდან, შეკითხვებიდან, შეფასების 5 მიზნიდან და 21 საუკუნის უნარ- ჩვევებიდან გამომდინარე. გავხსენით ინტელში მეხუთე მოდულიდან პორთფოლიოს რუბრიკა;შევქმენით შეფასების რუბრიკა და შეფასების კრიტერიუმები პროექტის გეგმაში მითითებულ სასწავლო მიზნების მიხედვით; ვისწავლეთ პრეზენტაციის Drive- ფორმატზე გადატანა და ბლოგზე მის ჩაშენებას; შევამოწმეთ პორთფოლიოს ჩეკლისტი და შევინახეთ პორთფოლიოს რუბრიკა ჩვენს დოკუმენტებში.ვნახეთ როგორი უნდა იყოს კარგი პორთფოლიო და გავეცანით ინდიკატორებს. მოსწავლის ნაშრომის შესაფასებლად შეფასების რუბრიკა შევქმენით
ვისწავლეთ
ბლოგზე მთავარი გვერდის შექმნა  და მასზე ჩანართების გაკეთება.

მოსწავლის ნიმუში

Wednesday, 25 March 2015

მეხუთე დღე

ერთმანეთს გავუზიარეთ პროექტის გეგმები, გავაკეთეთ კომენტარები;
გავეცანით რჩევების მიცემის წესებს მესამე მოდულიდან. მეოთხე მოდულიდან გავეცანით მოსწავლის ნამუშევრებს; ვისწავლეთ google drive ში დოკუმენტის გაზიარება და კომენტარების კეთება. გავეცანით საავტორო უფლებებს;მოსწავლის პოზიციიდან გავაკეთეთ  მოსწავლის სამუშაო პროგრამა, გავაკეთეთ ჩვენი პროექტის slide show და ავტვირთეთ drive ზე; ვისწავლეთ drive ზე დოკუმენტის ჩასწორება.

Monday, 23 March 2015

მეოთხე დღე

გავეცანით  მეორე მოდულის მესამე აქტივობაში ხუთ მიზანს;შევარჩიეთ ხუთივე მიზნისთვის შესაბამისი შეფასების მეთოდები და ისტრუმენტები ჩვენი პროექტისათვის.შევავსეთ შეფასების დროის ჩარჩო; შევქმენით მოსწავლეთა შეფასების მიზნით ,,ვიცი, მინდა ვიცოდე, ვისწავლე" დიაგრამა;ვისწავლეთ  Drive ზე პორთფოლიოს ატვირთვა/ შენახვა.
მოვარგეთ ჩვენ პროექტს მიზნების შესაბამისი პროცედურები.

Wednesday, 18 March 2015

მესამე დღე

დღეს მესამე დღეა ჩვენი ინტელთრენინგის.
გავიხსენეთ ბროშურის შექმნა და შენახვა.
დღეს მოვახდინეთ სტანდარტების შედარება განახლებული ბლუმის ტაქსონომიასთან.
სტანდარტებს დავამატეთ 21 საუკუნის უნარ-ჩვევები .
შევიმუშავეთ მიმართულების მიმცემი საკვანძო შეკითხვები; გავეცანით ზოგად, თემატურ და შინაარსობლივ შეკითხვის ტიპებს, რომლებიც მოსწავლეებს დაეხმარება პროექტზე მუშაობის პროცესში.
ამოცანები შევუთანხმეთ ინდიკატორებს.
დღე იყო ნაყოფიერი და სასარგებლო.

Monday, 16 March 2015

მეორე დღე


მოვისმინეთ ერთმანეთის საპროექტო იდეები;
დავიწყეთ პროექტის გეგმის შაბლონის შევსება;
ჩვენი პროექტისათვის ეროვნული სასწავლო გეგმიდან ამოვიწერეთ სტანდარტი და ინდიკატორები, რომლებსაც შევაფასებთ პროექტის კეთების მანძილზე.
სურათის მოძიება და ჩასმა და ჩვენს მეილზე გადაგზავნა. ვისწავლეთ ბუკლეტის გაკეთება, მასში ტექსტის და სურათის ჩასმა.
.მეორე დღე იყო ნაყოფიერი და სასარგებლო.

Monday, 9 March 2015

პირველი დღე

დღეს ჩვენი ინტელ თრენინგის პირველი დღეა. ჩვენ დავიწყეთ პროექტის შექმნის შესწავლა. ამაში დაგვეხმარება ინტერნეტ გვერდიhttp://tpdc.ge/essentials/საიდანაც მოვხვდით გვერდზეIntel Education Viewer.
 შევქმენით ბლოგი; გავეცანი და შევინახე
პორტფოლიოს ჩეკლისტი, რომელიც დამეხმარება ჩემი დოკუმენტაციების დახარისხებაში. გავეცანით მოსწავლეთა საჭიროებებს.
პირველი დღე ყოველთვის გაცილებით რთულია. დაღლილობისაგან ვეღარ ვაზროვნებ